ქართული რესტორანი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულ რესტორანში Modi1080

უგემრიელესი ქართული კერძები და  ტრადიციული “ქვევრის/ამფორის” ღვინოები, რომლებიც მოგვითხრობენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს, 8000 წლიან ისტორიასა და მევენახეობის კულტურას.

საიდან მოდის რესტორნის სახელი Modi1080? მიზანი იყო ისეთი სახელის შერჩევა, რომელიც ჩვენს ქართულ ფესვებს ვენასთან დააკავშირებდა.  სწორედ ამიტომ, შევარჩიეთ სიტყვა ”მოდი”, რაც ქართულად ”შემოდი”-ს ნიშნავს, ხოლო 1080 კი ქ. ვენის მე-8 რაიონის საფოსტო კოდია, სადაც სწორედ ჩვენი რესტორანი მდებარეობს.

ჩვენი რესტორანი არის პლატფორმა იზი ჰოლიდეისის პარტნიორი. პლატფორმა ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზებას მთელ ევროპაში.

დღესასწაულები

ჩვენთან შეგიძლიათ არა მხოლოდ გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება, არამედ ყველა სახის ღონისძიების აღნიშვნა ჩვენს სადღესასწაულო სივრცეში, რომელიც აღჭურვილია უნიკალურო განათებით და კომფორტული ავეჯით. ყველა ღონისძიება თუ დღესასწაული შეიძლება მოვარგოთ თქვენ ინდივიდუალურ გემოვნებას ისე, როგორ შემოთავაზება იქნება ინდივიდუალური და თქვენზე მორგებული. ამის გარდა ჩვენ ექსკლუზიურ ბარში შეძლებთ დააგემოვნებას კარგი ღვონოების თუ კოქტეილების.
ძალიან მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ.

Georgian Restaurant in Vienna

ჩვენი კერძები

რესტორანში კერძები მუდმივად ახალი ინგრედიენტებით მზადდება. ახალი ბოსტნეული და მწვანილის ასორტიმენტი, ქართულ გემოებს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს და არომატულს ხდის.

გარდა ახალი ინგრედიენტებისა, ცომეულიც ახლად, მხოლოდ შეკვეთის შემდეგ მზადდება და ცხვება, რათა ცხელ მდგომარეობაში მოვიდეს თქვენს მაგიდამდე და ისიამოვნოთ მათი ორიგინალი გემოთი. ასევე, ქართული სამზარეულოს მარგალიტი- ხინკალი, დიდი სიყვარულით იხვევა ყოველდღიურად თქვენთვის ახალ-ახალი.

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!

დაჯავშნეთ ვიზიტი