ღონისძიებები
დაგეგმეთ თქვენი ღონისძიება ჩვენს რესტორანში!
MODI1080 არის ახალი, მოდერნული რესტორანი შესანიშნავი ქართული სამზარეულოთი, რომელიც მდებარეობს ვენის შუაგულში, მე-8 რაიონში, ალზერის ქუჩაზე. რესტორანის ნათელი და მყუდრო ინტერიერი, აქ მოსულ სტუმრებს თავს კომფორტულად აგრძნობინებს.
რესტორანი MODI 1080 მდებარეობს ქალაქ ვენის ცენტრალურ ნაწილში. სწორედ მისი ადგილმდებარეობა და მარტივი ხელმისაწვდომობა ხდის მას სტუმრებისთვის მიმზიდველს. მთელი წლის განმავლობაში, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, ჩვენს რესტორანში დაგეგმოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ამაში კი ჩვენი კომპეტენტური და მეგობრული გუნდი დაგეხმარებათ, რომელიც გაგიძღვებათ ღონისძიების განმავლობაში და გაგანებივრებთ ქართული, ტრადიციული გემრიელი კერძებით.
იდეალურია ისეთი ღონისძიებების აღსანიშნავად, როგორიცაა:
დაბადების დღე
კომპანიების დღესასწაულები
პერსონალური დღესასწაული
ოჯახური დღესასწაულები
შობის დღესასწაული
საზოგადოებრივი წვეულებები
ქორწილები და სხვა
სარდაფის დარბაზი წარმოადგენს ერთ დიდ, მყუდრო სივრცეს – დაახლოებით 180 კვ.მ ფართობით და იტევს მაქსიმუმ 130 ადამიანს!
აქ შეგიძლიათ ხმაურიანად გაერთოთ დილის 2 საათამდე!
დარბაზი აღჭურვილია გრძელი ბარით, კომფორტული ლაუნჯ ავეჯითა და უნიკალური განათების სისტემით. აქ ყველაფერია იმისათვისათვის, რაც საჭიროა სრულყოფილი წვეულებისთვის. ექსკლუზიური ბარის სივრცეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმელები და გემრიელი კოქტეილები. ადგილზე ასევე დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებელი სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიწვიოთ DJ ან თავად ჩართოთ თქვენთვის სასურველი სიმღერები. MODI1080-ში იდეალური ატმოსფეროა დაუვიწყარი საღამოსთვის!

რესტორანში თქვენ დაგხვდებათ შემდეგი სახის ინვენტარი:
- პროფესიონალური ხმოვანი აპარატურა და DJ-ის დისტანციური სამართავი მოწყობილობა
- სასადილო და ასევე მაღალი მაგიდები
- ლაუნჯის კომფორტული ავეჯი
- დიდი, 11-მეტრიანი ბარი
–
დამატებითი ინფორმაცია:
- დიდებული სამზარეული ქართული ტრადიციული კერძებით
- განცალკევებული საპირფარეშოები
- მიწისქვეშა ავტოსადგომი
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად მისასვლელი ადგილმდებარეობა
ქალაქში საუკეთესო მდებარეობა
რესტორანი მდებარეობს ვენის შუაგულში, მე-8 რაიონში, ვენის უნივერსიტეტის კამპუსის მოპირდაპირედ. მისი ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე, რესტორანი მარტივად ხელმისაწვდომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ავტომობილით. ეს კი საშუალებას აძლევს ჩვენს სტუმრებს, ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან ადვილად ეწვიონ ჩვენს რესტორანს. U2-ის გაჩერება “Schottentor” რესტორნიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზეა, ხოლო ავტობუსი და ტრამვაი ჩერდება პირდაპირ რესტორნის კარის წინ, გაჩერებაზე -“Lange Gasse”.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
